გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

15 დეკ 2018

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" აქტიურად შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას და 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 10 ქალაქში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაიმართა 28 ღონისძიება, მათ შორის: - რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ; - სემინარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სამუშაო ადგილზე სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით ეფექტური შიდა რეგულაციების შემუშავების შესახებ. - წიგნის საჯარო კითხვა - „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“. - გენდერული ძალადობის თემაზე ფილმების ჩვენება და დისკუსია სკოლის მოსწავლეთათვის; კამპანიის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. კამპანიის ფარგლებში ასევე გამოცხადდა ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.