ქალთა ისტორიის თვე

ქალთა ისტორიის თვე

6 მარ 2019

მსოფლიოს მასშტაბით ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად მარტში აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა ისტორიული მიღწევებისა და წარმატებების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა. 
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში 2019 წელს საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს, კერძოდ:

-კამპანია „შენი ხმა თანასწორობისთვის“ - შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის, მისწერონ და საკუთარი აზრი გაუზიარონ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს თანასწორობის საკითხების შესახებ. საუკეთესო მოსაზრებებისა და რჩევების ავტორებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ პარლამენტს, შეხვდნენ საბჭოს წევრებს და ადგილზე გაეცნონ საბჭოს და ზოგადად, პარლამენტის საქმიანობას;
- პოსტერი „წარმატებულ ქალთა ისტორიები გასული საუკუნიდან“ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ქალების შესახებ;
- პრეზენტაციები და ღია დისკუსიები რეგიონებში გასულ საუკუნეებში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ქალებზე და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე;
- საგანმანათლებლო და საინფორმაციო ონლაინ ტესტები XIX-XX საუკუნეების წარმატებული ქართველი ქალების და მათი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ;
- გასულ საუკუნეებში მოღვაწე წარმატებული ქართველი ქალების უცნობი და ნაკლებად ცნობილი ისტორიების მომზადება და გავრცელება სოციალურ მედიაში;
- გასულ საუკუნეებში მოღვაწე წარმატებული ქართველი ქალების ისტორიების წიგნად გამოცემა;
- თემატური ფილმების ჩვენება (ფილმები თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე და ა.შ.) და დისკუსიები სკოლის მოსწავლეთათვის;
- სახელმძღვანელოს „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ მომზადება და გამოცემა.