„შენი ხმა თანასწორობისთვის“

27 ივნ 2019

26-27 მაისს პროექტის „შენი ხმა თანასწორობისთვის“ გამარჯვებულები ორდღიანი ვიზიტით თბილისს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებისთვის საინტერესო ღონისძიებები იყო დაგეგმილი:
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან ქალბატონ თამარ ჩუგოშვილთან
ექსკურსია საქართველოს პარლამენტში 
ექსკურსია საქართველოს უზენაეს სასამართლოში
ლექცია თემაზე „გენდერული თანასწორობა“ NDI-ის ოფისში
ტრენინგი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და ახალგაზრდების ჩართულობა“

კონკურსის გამარჯვებულებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაეცნოთ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მოესმინათ საბჭოს საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ და ერთად ემსჯელათ ახალ იდეებზე და შესაძლებლობებზე ახალგაზრდებისთვის.

კონკურსი #შენიხმათანასწორობისთვის 2019 წლის მარტში ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გამოცხადდა რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის ფარგლებში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის მოსწავლეებს უნდა მიეწერათ საკუთარი მოსაზრებები საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.მიღებული 70 წერილიდან შეირჩა 13 ფინალისტი ადიგენის, ახალციხის, საგარეჯოს, თელავის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, მესტიის, ბაღდათის, ქუთაისის, წყალტუბოს, ქედას და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი „შენი ხმა თანასწორობისთვის“ განახორციელა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა (NCCE), ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით EWMI ACCESS ფინანსური მხარდაჭერით.